Shuttle Time საქართველო

საქართველოს ბადმინტონის ეროვნულმა ფედერაციამ დიდი “ლოქდაუნის”შემდეგ, რომელიც ერთი წელი გაგრძელდა, აქტიურად დაიწყო მუშაობა და სტარტი აიღო 20-21 მარტს, ბადმინტონის ევროპის კონფედერაციის (ბეკ) პროექტით “Shuttle Time”, რომლის მიზანია ბადმინტონის განვითარება მსოფლიოს ყველა რეგიონში.

ჩვენი ფედერაცია ჩართულია ამ პროექტში, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში. ამჯერად პროგრამაში მონაწილეობდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 16 სპორტის მასწავლებელი, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროექტში და გაიარეს ტრეინინგები, ევროპაში სერტიფიცირებულ მასწავლებელთნ (Tuttor) ქალბატონ სვეტლანა ვართანიანის ხელმძღვანელობით, ქ.მცხეთაში.

სბეფ მადლობას უცხადებს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის რესურ ცენტრის ხელმძღვანელობას, ქ,მცხეთის № 2 საჯარო სკოლის დირექციას და სპორტის პედაგოგ ზურაბ მიქაიას საორგანიზაციო საკითხების მაღალ დონეზე მოგვარებისათვის.