Shuttle Time-ის პროექტი შიდა ქართლის რეგიონში

11 დეკემბერს, ბადმინტონის ეროვნულმა ფედერაციამ შიდა ქართლის რეგიონის სპორტის პედაგოგებისათვის, მსოფლიო ბადმინტონის ფედერაციის მხარდაჭერით Shuttle Time-ის პროექტი ჩაატარა.

პროექტი, რომლის კოორდინატორიც შალვა კოკოჩაშვილია, ითვალისწინებს სკოლების სპორტის პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებას ბადმინტონში. სემინარ-ტრეინინგებს საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაციის სერტიფიცირებული ტუტორი – სვეტლანა ვართანიანი უძღვებოდა.

პროექტის მიზანი საქართველოს ყველა რეგიონში ბადმინტონის განვითარება და მასობრივ სპორტის სახეობად ქცევაა.

საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაცია მადლობას უხდის ქ. გორის მე-3 საჯარო სკოლის ხელმძღვანელობას, დირექტორ ვახტანგ სუხიტაშვილსა და სპორტის პედაგოგ დავით ბზიშვილს ღონისძიების ორგანიზებისა და მაღალ დონეზე ჩატარებისათვის.