ქართველი მოთამაშეები კვიპროსის ბადმინტონის საერთაშორისო ტურნირზე

2021 წლის 16-19 დეკემბერს კვიპროსში, ქალაქ ნიქოზიაში ჩატარდა საერთაშორისო ახალგაზრდული ტურნირი ბადმინტონში.

ტურნირში მონაწილეობდნენ სპორტსმენები 13 ქვეყნიდან, რომელთა შორის სამი ქართველი იყო:
U15: ანა იაკობიძე (მწვრთნელი – მალხაზ მჟავია)
U15: რევაზ მდინარაძე (მწვრთნელი – სვეტლანა ვართანიანი)
U13: ბექა კასრაძე (მწვრთნელი – თამარ მეტრეველი)

აღსანიშნავია, რომ სამივე ქართველმა მონაწილემ საერთაშორისო რანგის ტურნირზე პირველად იასპარეზა.

საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაცია მადლობას უხდის ქალაქ თბილისის მერიას მხარდაჭერისათვის!