პროექტის Shuttle Time მორიგი ეტაპი

საქართველოს ბადმინტონის ეროვნულმა ფედერაციამ (სბეფ) დიდი “ლოქდაუნის” შემდეგ, რომელიც ერთი წელი გაგრძელდა, აქტიურად დაიწყო მუშაობა და სტარტი აიღო 20-21 მარტს, ბადმინტონის ევროპის კონფედერაციის (ბეკ) პროექტით “Shuttle Time”, რომლის მიზანია ბადმინტონის განვითარება მსოფლიოს ყველა რეგიონში. ჩვენი ფედერაცია ჩართულია ამ პროექტში, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში.

ამჯერად პროგრამაში მონაწილეობდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 16 სპორტის მასწავლებელი, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროექტში და გაიარეს ტრეინინგები, ევროპაში სერტიფიცირებულ მასწავლებელთნ (Tuttor) ქალბატონ სვეტლანა ვართანანის ხელმძღვანელობით, ქალაქ მცხეთაში. სბეფ მადლობას უცხადებს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის რესურ ცენტრის ხელმძღვანელობას, ქ,მცხეთის № 2 საჯარო სკოლის დირექციას და სპორტის პედაგოგ ზურაბ მიქაიას საორგანიზაციო საკითხების მაღალ დონეზე მოგვარებისათვის.

“გენდერული თანასწორობის ელჩები” – ონლაინ პრეზენტაცია

4 დეკემბერს გაიმართა საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაციის პროექტის “გენდერული თანასწორობის ელჩები” ონლაინ პრეზენტაცია.

ღონისძიების ფარგლებში, გენდერული თანასწორობის თემატიკაზე პოლიტიკისა და სამართლებრივ ჭრილში პრეზენტაციები წარმოადგინეს საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის ექსპერტებმა.

გენდერული თანასწორობის ელჩები

“ბადმინტონ ევროპამ” გენდერული თანასწორობის ელჩები წარადგინა, რომელთა შორისაა საქართველოს წარმომადგენელი ტატიანა ტუჟილკინა.

გენდერული თანასწორობის ელჩები ვებინარების საშუალებით დაინტერესებულ პირებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას.

დამატებითი ინფორმაციისათვის, ეწვიეთ ბმულს: 

საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი და ნაკრების წევრები სტუმრად მთავარი არხის ეთერში

საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი და ნაკრების წევრები სტუმრად გადაცემაში “სპორტი დიდ ქალაქში”:

https://www.facebook.com/watch/?v=398157087851997

ამხანაგური შეხვედრა იუნიორ მოთამაშეებს შორის

24 ოქტომბერს გაიმართა ამხანაგური შეხვედრა ბადმინტონის კლუბებს “ვიპ-სოფიასა” და “არწივის” იუნიორ მოთამაშეებს შორის.

შეხვედრის მიზანი მწვრთნელებსა და მოთამაშეებს შორის გამოცდილების გაზიარება იყო.