საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაცია მორიგ ღონისძიებას ჩაატარებს

26-27 თებერვალს საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაცია მორიგ ღონისძიებას ჩაატარებს.

თბილისში, ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში ჩატარდება საქართველოს თასის გათამაშება გუნდურ შეჯიბრში და ტურნირი 13-წლამდე ასაკის გოგონებს შორის.

ღონისძიება სტარტს დილის 10:00 საათიდან აიღებს.

გია ენუქიძის სახელობის ტურნირი დასრულდა

4-5 დეკემბერს, თბილისში, გია ენუქიძის სახელობის ტურნირი გაიმართა. შეჯიბრში, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, გამარჯვებულები ათ სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდნენ.

განაგრძე კითხვა

“ბადმინტონის მომავალი ვარსკვლავები”

6-7 ნოემბერს ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში ჩატარდა ტურნირი “ბადმინტონის მომავალი ვარსკვლავები”, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის გოგონები და ვაჟები.

გამარჯვებულები:
U13: ქეთი წამალაიძე, ბექა კასრაძე

U15: ანა იაკობაძე, რევაზ მდინარაძე

U17: ლიზი ზუმბულიძე, ნიკა ჩხეიძე

U15

დამთავრდა საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაციის (სბეფ) ახალგაზრდული ნაკრების შეკრებები აჭარაში(გონიო, ხელვაჩაური).

განაგრძე კითხვა

მონაწილეობა ევროპის სპორტულ კვირეულში

30-31 ოქტომბერს საქართველოს ბადმინტონის ეროვნულმა ფედერაციამ მონაწილეობა მიიღო ევროპის სპორტის კვირეულის პროგრამაში. ღონისძიებების ორგანიზატორები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და საქართველოს სპორტის მენეჯმენტის ასოციაცია, ხოლო თანაორგანიზატორები და მხარდამჭერები თბილისის მერია და ეროვნული სპორტული ფედერაციები არიან.

ბეკ-ის რეგიონალური პროექტი

8-13 ივლისს საქართველოს ბადმინტონის ეროვნულმა ფედერაციამ (ბათუმი-გონიო) სომხეთის ბადმინტონის ფედერაციასთან ერთად განახორციელა ევროპის ბადინტონის კონფედერაციის (ბეკ) მხარდაჭერით პროექტი BEC Regional Project-2021, (U15, U17).

მადლობა ბეკ-ს მხარდაჭერისთვის

On July 8-13 (Batumi-Gonio) the Georgian National Badminton Federation together with the Badminton Federation of Armenia implemented the project “BEC Regional Projeqt-2021” with the support of the European Badminton Confederation.

Thanks for the support BEC.

გონიოში შეკრება დასრულდა

დამთავრდა საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაციის ახალგაზრდული ნაკრების შეკრებები აჭარაში, გონიოში.

დიდი მადლობა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ ღონისძიების ორგანიზებისათვის და მაღალ დონეზე ჩატარებისათვის.
მადლობა ედო ანთაძეს მასპინძლობისთვის გონიოში და ხელვაჩაურის სპორტული სკოლის დირექციას (დირექტორი-გენადი ჩხაიძე) ვარჯიშებსთვის საუკეთესო პირობების შექმნისათვის.

მადლობა მსოფლიო ბადმინტონის ფედერაციას მხარდაჭერისათვის და დაფინანსებისათვის.

Georgian National Badminton Federation thanks the World Badminton Federation for supporting and funding youth national team gatherings.

საქართველოს ჩემპიონატ ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში

29-30 მაისს პარასპორტის განვითარების ცენტრში დამთავრდა საქართველოს ჩემპიონატი (პირადი) ბადმინტონში ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში (U15, U17, U19 და დიდები). ღონისძებაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთისა და თბილისის ბადმინტონისტებმა.

სასიხარულოა, რომ იგრძნობა წინსვლა რეგიონებში და პერსპექტიული იუნიორების აღმოჩენა, რაც ფედერაციას მომავლის იმედს უსახავს.

ფედერაცია მადლობას უხდის კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერისა და დაფინანსებისთვის.

მადლობა პარასპორტის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელობას ღონისძიებისთვის ხელშეწყობისთვის და კარგი პირობების შექმნისთვის.

მადლობა ყველა მონაწილეს, ვინც წვლილი შეიტანა ღონისძიების ორგანიზებასა და ჩატარებაში.

სემინარები თბილისის საჯარო სკოლების სპორტის პედაგოგებისათვის

საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაცია (სბეფ), რომლის მიზანია საქართველოში ბადმინტონის მასობრივი სპორტის სახეობად დანერგვა, ანხორციელებს ბადმინტონის ევროპის კონფედერაციის (ბეკ) და მსოფლიო ბადმინტონის ფედერაციის (მბფ) მხარდაჭერით Shuttle Time-ის პროექტს საქართველოს რეგიონებში ბადმინტონის განვითარების მიზნით.

24-25 აპრილს სბეფ-მ განახორციელა ტრენინგები და სემინარები თბილისის საჯარო სკოლების სპორტის პედაგოგებისათვის.

საქართველოს თასის გათამაშება ბადმინტონში

27-28 მარტს გაიმართა საქართველოს თასის გათამაშება ბადმინტონში. მონაწილობდნენ: ქუთაისი, ბათუმი, მცხეთა, თიანეთი, გურჯაანი და თბილისის 4 კლუბი; “ვიპ-სოფია, “ჯეო ვეტერანების კლუბი, “არწივი” და “იმედი”

I ადგილი – “ვიპ-სოფია”

II ადგილი – “ჯეო ვეტერანები”

III ადგილი – ქ. ქუთაისის გუნდი

IV ადგილი – ქ.ბათუმის გუნდი

ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაციის მიერ, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და დაფინანსებით.