10 თებერვალს ურეკის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბათუმში გაემგზავრნენ და აჭარის რეგიონის ნაკრებთან ერთად ივარჯიშეს.
გვსურს მადლობა გადავუხადოთ ურეკის საჯარო სკოლის პედაგოგ მირიან გაგუას, რომელიც სკოლის მოსწავლეებში ბადმინტონის პოპულარიზაციას ეწევა.
10 თებერვალს ურეკის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბათუმში გაემგზავრნენ და აჭარის რეგიონის ნაკრებთან ერთად ივარჯიშეს.
გვსურს მადლობა გადავუხადოთ ურეკის საჯარო სკოლის პედაგოგ მირიან გაგუას, რომელიც სკოლის მოსწავლეებში ბადმინტონის პოპულარიზაციას ეწევა.
სვანეთში, მესტიის N3 საჯარო სკოლის პედაგოგი ლია გელაშვილი მოსწავლეებთან ერთად ბადმინტონის პოპულარიზაციის პროცესშია ჩართული.
მიუხედავად იმისა, რომ სკოლას არ აქვს ბადმინტონის სათამაშოდ გათვლილი სპორტული დარბაზი, პედაგოგი ცდილობს ბავშვებს ამ სპორტის ისტორია და წესები გააცნოს.
საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაცია უახლოს მომავალში მესტიის N3 საჯარო სკოლაში SHUTTLE TIME-ის ტრეინინგ-სემინარების ჩატარებას გეგმავს.
11 დეკემბერს, ბადმინტონის ეროვნულმა ფედერაციამ შიდა ქართლის რეგიონის სპორტის პედაგოგებისათვის, მსოფლიო ბადმინტონის ფედერაციის მხარდაჭერით Shuttle Time-ის პროექტი ჩაატარა.
პროექტი, რომლის კოორდინატორიც შალვა კოკოჩაშვილია, ითვალისწინებს სკოლების სპორტის პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებას ბადმინტონში. სემინარ-ტრეინინგებს საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაციის სერტიფიცირებული ტუტორი – სვეტლანა ვართანიანი უძღვებოდა.
პროექტის მიზანი საქართველოს ყველა რეგიონში ბადმინტონის განვითარება და მასობრივ სპორტის სახეობად ქცევაა.
საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაცია მადლობას უხდის ქ. გორის მე-3 საჯარო სკოლის ხელმძღვანელობას, დირექტორ ვახტანგ სუხიტაშვილსა და სპორტის პედაგოგ დავით ბზიშვილს ღონისძიების ორგანიზებისა და მაღალ დონეზე ჩატარებისათვის.
საქართველოს ბადმინტონის ეროვნულმა ფედერაციამ დიდი “ლოქდაუნის”შემდეგ, რომელიც ერთი წელი გაგრძელდა, აქტიურად დაიწყო მუშაობა და სტარტი აიღო 20-21 მარტს, ბადმინტონის ევროპის კონფედერაციის (ბეკ) პროექტით “Shuttle Time”, რომლის მიზანია ბადმინტონის განვითარება მსოფლიოს ყველა რეგიონში.
ჩვენი ფედერაცია ჩართულია ამ პროექტში, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში. ამჯერად პროგრამაში მონაწილეობდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 16 სპორტის მასწავლებელი, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროექტში და გაიარეს ტრეინინგები, ევროპაში სერტიფიცირებულ მასწავლებელთნ (Tuttor) ქალბატონ სვეტლანა ვართანიანის ხელმძღვანელობით, ქ.მცხეთაში.
სბეფ მადლობას უცხადებს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის რესურ ცენტრის ხელმძღვანელობას, ქ,მცხეთის № 2 საჯარო სკოლის დირექციას და სპორტის პედაგოგ ზურაბ მიქაიას საორგანიზაციო საკითხების მაღალ დონეზე მოგვარებისათვის.
საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაცია (სბეფ),რომლის მიზანია საქართველოში ბადმინტონის მასობრივი სპორტის სახეობად დანერგვა,ანხორციელების ბადმინტონის ევროპის კონფედერაციის(ბეკ) და მსოფლიო ბადმინტონის ფედერაციის (მბფ)მხარდაჭერით “Shuttle Time”-iის პროექტს საქართველოს რეგიონებში ბადმინტონის განვითარების მიზნით.
განაგრძე კითხვა8 ოქტომბერს, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა „ქართულ სპორტში კარგი მმართველობის ხელშეწყობა“ ფარგლებში, რომლის მიზანიც სპორტისთვის კარგი მმართველობის კოდექსის პროექტის შემუშავებაა.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, თინათინ ბაღაშვილმა და თბილისის ბადმინტონის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლუკა ნინოშვილმა.
26 სექტემბერს საქართველოში ოფიციალურად გაიხსნა ევროპის სპორტის კვირეული, რომელშიც აქტიურად ჩაერთო საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაცია.
ღონისძიება „ბიაქტივის“ ფარგლებში მიმდინარეობს.