Blog

ბალკანეთის ბადმინტონის ასოციაციის შეკრება

20-21 იანვარს ბულგარეთის ქალაქ ჰასკოვოში ჩატარდა ბალკანეთის ბადმინტონის ასოციაციის შეკრება.

შეკრებაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:

  1. ბალკანეთის ბადმინტონის ასოციაციის კალენდრის შედგენა
  2. ბეკ-ის კონგრესზე, საბჭოს დირექტორატში ბალკანეთის ასოციაციის წევრის წარდგენა
  3. ბეკ-ის კონგრესზე პრეზიდენტის კანდიდატურების განხილვა
  4. საწევრო გადასახადის ტარიფის დადგენა
  5. სხვადასხვა

შეკრებას დაემთხვა ასოციაციის პრეზიდენტის, დოქტორ პუზანტ კასაბიანის დაბადების დღე, რომელსაც საქართველოს ბადმინტონის ეროვნულმა ფედერაციამ სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

პარალელურად, ქალაქ ჰასკოვოში გაიმართა ძმები კასაბიანების ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კლუბ “VIP-სოფიას” წევრებმა. აღსანიშნავია, დებიუტანტი დანიელ ვაგარშაკიანის გამოსვლა, რომელმაც სამივე თანრიგში საპრიზო ადგილები დაიკავა.

ლევან ქურხაშვილის მემორიალური ტურნირი

24-25 დეკემბერს, პარა-სპორტის განვითარების ცენტრში ლევან ქურხაშვილის მემორიალური ტურნირი გაიმართა წყვილთა შორის (MD,WD,XD).

გთავაზობთ შედეგებს:

ქალთა წყვილები:

  1. ელისაბედ ზუმბულიძე – ქეთევან წამალაიძე
  2. ელენე დიდბარიძე – მარინა ოვასაპიანი
  3. ნინო ტუხაშვილი – ლიზი დარბაიძე

მამაკაცთა წყვილები:

  1. ვადიმ სარქისიანი – გრიგოლ ნალგრანიანი
  2. გიორგი ჯანელიძე – ნიკა ქავთარაძე
  3. პავლე კრასოვეცკი – ალექსანდრ შობოკოსოვი

შერეული წყვილები:

  1. ელენე დიდბარიძე – გრიგოლ ნალგრანიანი
  2. მარინა ოვასაპიანი – ვადიმ სარქისიანი
  3. ელისაბედ ზუმბულიძე – ნიკა ქავთარაძე

გამარჯვებულებს საქართველოს ბადმინტონის ეროვნულმა ფედერაციამ Yonex-ის მაისურები გადასცა, პრიზიორები კი მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

ღონისძიებაზე მოწვეულები იყვნენ ლევან ქურხაშვილის ოჯახის წევრები, რომლებმაც დაჯილდოვების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს.

საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაცია მადლობას უხდის ევროპის ბადმინტონ ევროპას Yonex-ის მაისურებისათვის.

Shuttle Time-ის პროექტი შიდა ქართლის რეგიონში

11 დეკემბერს, ბადმინტონის ეროვნულმა ფედერაციამ შიდა ქართლის რეგიონის სპორტის პედაგოგებისათვის, მსოფლიო ბადმინტონის ფედერაციის მხარდაჭერით Shuttle Time-ის პროექტი ჩაატარა.

პროექტი, რომლის კოორდინატორიც შალვა კოკოჩაშვილია, ითვალისწინებს სკოლების სპორტის პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებას ბადმინტონში. სემინარ-ტრეინინგებს საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაციის სერტიფიცირებული ტუტორი – სვეტლანა ვართანიანი უძღვებოდა.

პროექტის მიზანი საქართველოს ყველა რეგიონში ბადმინტონის განვითარება და მასობრივ სპორტის სახეობად ქცევაა.

საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაცია მადლობას უხდის ქ. გორის მე-3 საჯარო სკოლის ხელმძღვანელობას, დირექტორ ვახტანგ სუხიტაშვილსა და სპორტის პედაგოგ დავით ბზიშვილს ღონისძიების ორგანიზებისა და მაღალ დონეზე ჩატარებისათვის.

ანონსი – ლევან ქურხაშვილის მემორიალური ტურნირი

24-25 დეკემბერს ლევან ქურხაშვილის მემორიალური ტუნრირი ჩატარდება.

ღონისძიებას დიდ დიღომში, ა. ბელიაშვილის N5-ში მდებარე პარა-სპორტის განვითარების ცენტრი უმასპინძლებს.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ მოზრდილები და მოყვარულები წყვილთა თანრიგებში (მამაკაცთან, ქალთა და შერეული).

ღონისძიება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება.

ღონისძიება “ბადმინტონის მომავალი ვარსკვლავები” დასრულდა

26-27 ნოემბერს, თბილისში, პარა-სპორტის განვითარების ცენტრში ჩატარდა ღონისძიება “ბადმინტონის მომავალი ვარსკვლავები”.

ტურნირი სამ ასაკობრივ კატეგორიაში, ერთეულთა თანრიგში ჩატარდა – (U13, U15, U17). ხოლო 11-წლამდე ასაკის კატეგორიაში მხოლოდ გოგონები მონაწილეობდნენ.

ტურნირის გამარჯვებულებს გადაეცათ საჩუქრები, პრიზიორები კი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. ასევე, ყველაზე პატარა მონაწილეებს, 7 წლის ანნა სარქისიანსა და ანრი არუთინიანს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

შედეგები:

U11 (გოგონები)

1.სალომე  სამნიძე

2.ნიკა  ჟუკოვსკაია

3.არიანა არუთინიანი

U13 (გოგონები)                                  

1.ნინო ტუხაშვილი                          

2. მარი ქავთარაძე                            

3.​​​​​​​​​​​​​​  ეკატერინე ჩხიკვაძე                     

U13 (ბიჭები)

  1. დავით გოგუა
  2. გიორგი ასანიძე
  3. ბექა დუმბაძე

U15 (გოგონები)                                    

1.ქეთევან წამალაიძე                       

2.იანა მენონ                                     

3.ნინო ტუხაშვილი                           

U15 (ბიჭები)

  1. რევაზ მდინარაძე
  2. დანიელ ვაგარშკანიანი
  3. გიორგი ფიფია

U17 (გოგონები)                                   

1.ელისაბედ ზუმბულიძე                 

2.ქეთევან წამალაიძე                                                                            

3.ელენე დიდბარიძე                           

U17 (ბიჭები)

  1. გიორგი მჟავია
  2. ნიკოლოზ ჩხეიძე
  3. აგასი კირაკოსიანი

საქართელოს თასი დასრულდა

26-27 თებერვალს, თბილისში, გლდანის სპორტულ დარბაზში საქართველოს ბადმინტონის ეროვნულმა ფედერაციამ საქართველოს თასის გათამაშება ჩაატარა. გამარჯვებულები ორ კატეგორიაში გამოვლინდნენ.

გუნდური შეჯიბრი:

1) VIP-SOFIA 1
2) BATUMI 1
3) IMEDI 1

გოგონები (U13):


1) ანნა კირეულიშვილი
2) ანა გაგუა
3) მარიამ უშიკიშვილი

საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაცია მორიგ ღონისძიებას ჩაატარებს

26-27 თებერვალს საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაცია მორიგ ღონისძიებას ჩაატარებს.

თბილისში, ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში ჩატარდება საქართველოს თასის გათამაშება გუნდურ შეჯიბრში და ტურნირი 13-წლამდე ასაკის გოგონებს შორის.

ღონისძიება სტარტს დილის 10:00 საათიდან აიღებს.

ქართველი მოთამაშეები კვიპროსის ბადმინტონის საერთაშორისო ტურნირზე

2021 წლის 16-19 დეკემბერს კვიპროსში, ქალაქ ნიქოზიაში ჩატარდა საერთაშორისო ახალგაზრდული ტურნირი ბადმინტონში.

ტურნირში მონაწილეობდნენ სპორტსმენები 13 ქვეყნიდან, რომელთა შორის სამი ქართველი იყო:
U15: ანა იაკობიძე (მწვრთნელი – მალხაზ მჟავია)
U15: რევაზ მდინარაძე (მწვრთნელი – სვეტლანა ვართანიანი)
U13: ბექა კასრაძე (მწვრთნელი – თამარ მეტრეველი)

აღსანიშნავია, რომ სამივე ქართველმა მონაწილემ საერთაშორისო რანგის ტურნირზე პირველად იასპარეზა.

საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაცია მადლობას უხდის ქალაქ თბილისის მერიას მხარდაჭერისათვის!

საქართველოს თასის გათამაშება ბადმინტონში

27-28 მარტს გაიმართა საქართველოს თასის გათამაშება ბადმინტონში.

მონაწილობდნენ: ქუთაისი, ბათუმი, მცხეთა, თიანეთი, გურჯაანი და თბილისის 4 კლუბი; “ვიპ-სოფია”, “ჯეო ვეტერანების, კლუბი, “არწივი” და “იმედი”.

I-ადგილი დაიკავა კლუბ “ვიპ-სოფიამ”, რომელსაც გადაეცა საქართველოს თასი – 2021.

II-ადგილი – კლუბი”ჯეო ვეტერანები”

III ადგილი – ქ. ქუთაისის გუნდი

IV ადგილი – ქ. ბათუმის გუნდი

ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაციის მიერ, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და დაფინანსებით.

Shuttle Time საქართველო

საქართველოს ბადმინტონის ეროვნულმა ფედერაციამ დიდი “ლოქდაუნის”შემდეგ, რომელიც ერთი წელი გაგრძელდა, აქტიურად დაიწყო მუშაობა და სტარტი აიღო 20-21 მარტს, ბადმინტონის ევროპის კონფედერაციის (ბეკ) პროექტით “Shuttle Time”, რომლის მიზანია ბადმინტონის განვითარება მსოფლიოს ყველა რეგიონში.

ჩვენი ფედერაცია ჩართულია ამ პროექტში, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში. ამჯერად პროგრამაში მონაწილეობდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 16 სპორტის მასწავლებელი, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროექტში და გაიარეს ტრეინინგები, ევროპაში სერტიფიცირებულ მასწავლებელთნ (Tuttor) ქალბატონ სვეტლანა ვართანიანის ხელმძღვანელობით, ქ.მცხეთაში.

სბეფ მადლობას უცხადებს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის რესურ ცენტრის ხელმძღვანელობას, ქ,მცხეთის № 2 საჯარო სკოლის დირექციას და სპორტის პედაგოგ ზურაბ მიქაიას საორგანიზაციო საკითხების მაღალ დონეზე მოგვარებისათვის.