Blog

ბადმინტონის მომავალი ვარსკვლავები – შედეგები

ბადმინტონის მომავალი  ვარსკვლავების  ტურნირის                            შედეგები

U-11 გოგონები                                                          U11-ბიჭები               

1.-ჟუკოვსკაია ნიკა-( ქუთაისი)                               1.ნიკა სებუა(ქუთაისი)

2.-სარქისიანი ანა- თბილისი                                  2.გუბაშვილი დაჩი – თიანეთი

3-თოდუა ნატალია – თბილისი                              3. -მიქელაძე თემო -თბილისი

    U-13  გოგონები                                                       U13 -ბიჭები                                                                                                                                                                                                                                                             

  1.- ნინო ტუხაშვილი- თბილისი)                       1.-გოგიშვილი ვანო – (თიანეთი)

  2.ალისა ჟუკოვსკაია -(ქუთაისი)                          2.ხუცოშვილი  საბა-(ჩუმლაყი)           

  3.ვივიენ მირაქიშვილი (თბილისი)                    გიორგი მაისურაძე (თბილისი)

    U-15  გოგონები                                                   U-15 ბიჭები

I-წამალაიძე ქეთი – (თბილისი)                     I -ვაგარშაკიანი დანიელი(თბილისი)

II-კირეულიშვილი ანა -(თბილისი)              2.ასანიძე გიორგი -(თბილისი)

III-ბექაური ანა – (თიანეთი)                            3.წიკლაური გიორგი-(თიანეთი)

U-13  გოგონათა წყვილი

I-ნინო ტუხაშვილი-ნია ნამგალაძე

II-ალისა ჟუკოვსკაია-ნიკა ჟუკოვსკაია

III-ბარბარე ველიეა-თათია საღირაშვილი

~U-13  ბიჭების წყვილი

I-ვანო გოგიშვილი-დაჩი გუბაშვილი-

II- თემო მიქელაძე- ნიკოლოზ სებუა 

III- ლუკა ომსარაშვილი- საბა  ხუცოშვილი

U-13 შერეული წყვილი

I-ნინო ტუხაშვილი-თემო მიქელაძე –

II-თათია საღირიშვილი-ვანო გოგიშვილი

III-ნატალი თოდუა- დაჩი გუბაშვილი

 U-15  ქალთა წყვილი

I-ქეთევან წამალაიძე- ანა კირეულიშვილი

II-მარიამ წიკლაური-ანა ბექაური

III-ნინო კვიციანი- მარიამ ბეკურიშვილი

U-15  ბიჭების  წყვილი

I-დანიელ ვაგარშაკიანი- გიორგი ასანიძე

II-გიორგი წიკლაური-გიორგი გედეხაური

III-საბა გელაშვილი-ბადრი ხადური

U-15 შერეული წყვილი

I-ქეთევან წამალაიძე- დანიელ ვაგარშაკიანი

II-ლიკა არაბული- გიორგი გედეხაური

III-ანა კირეულიშვილი-გიორგი ასანიძე

საქართველოში ბადმინტონის საერთაშორისო დღე აღინიშნა

9 ივლისს, ბადმინტონის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაენის პარკში Air Badminton-ის ფესტივალი და საჩვენებელი თამაშები ჩატარდა.

ღონისძიების მიზანი საქართველოში Air Badminton-ის პოპულარიზაცია იყო. ფესტივალში მონაწილეობა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენლება მიიღეს.

გამარჯვებულებს სხვადასხვა სახის ვაუჩერები გადაეცათ.

მსოფლიო ბადმინტონის დღე აღინიშნა რეგიონებშიც: ზემო აჭარაში და სვანეთში.

ღონისძიების ორგანიზატორი: საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაცია

ფინანსური მხარდამჭერი: სპორტის სამინისტრო

მხარდამჭერი: თბილისის მერია

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალები ბადმინტონში

6-7 მაისს, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალები ბადმინტონში.

  • გოგონები
    ჩემპიონი – თელავის მე-4 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი
    პედაგოგი: გიგა გიგაური, თეა კევლიშვილი
  • ვაჟები
    ჩემპიონი – თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი
    პედაგოგი: ლადო უშიკიშვილი

საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაცია მადლობას უხდის ყველა მონაწილე გუნდს, საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაციის მსაჯთა კოლეგიას და ორგანიზატორებს ღონისძიებაში მონაწილეობისათვის.

ღონისძიება ჩატარდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

საქართველოს პირველობა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში დასრულდა

25-26 მარტს, თბილისში, პარა-სპორტის ცენტრში გაიმართა საქართველოს პირველობა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში (U11, U13, U15, U17, U19).

ღონისძიება მსოფლიო ბადმინტონის ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა.

შედეგები

საქართველოს პირველობა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში

25-26 მარტს, საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, თბილისში, პარა-სპორტის ცენტრში საქართველოს პირველობა გაიმართება.

პირველობაში მონაწილეობას მიიღებენ U13, U15, U17, U19 და დიდებში მოასპარეზე სპორტსმენები.

ღონისძიება დილით, 11:00 საათზე დაიწყება.

ურეკის საჯაროს სკოლის მოსწავლეებმა აჭარის ნაკრებთან ერთად ივარჯიშეს

10 თებერვალს ურეკის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბათუმში გაემგზავრნენ და აჭარის რეგიონის ნაკრებთან ერთად ივარჯიშეს.

გვსურს მადლობა გადავუხადოთ ურეკის საჯარო სკოლის პედაგოგ მირიან გაგუას, რომელიც სკოლის მოსწავლეებში ბადმინტონის პოპულარიზაციას ეწევა.

https://fb.watch/iTba4tlysp/

მესტიის N3 საჯარო სკოლა ბადმინტონის პოპულარიზაციის პროცესში ჩაერთო

სვანეთში, მესტიის N3 საჯარო სკოლის პედაგოგი ლია გელაშვილი მოსწავლეებთან ერთად ბადმინტონის პოპულარიზაციის პროცესშია ჩართული.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლას არ აქვს ბადმინტონის სათამაშოდ გათვლილი სპორტული დარბაზი, პედაგოგი ცდილობს ბავშვებს ამ სპორტის ისტორია და წესები გააცნოს.
საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაცია უახლოს მომავალში მესტიის N3 საჯარო სკოლაში SHUTTLE TIME-ის ტრეინინგ-სემინარების ჩატარებას გეგმავს.

ლუკა ნინოშვილი და პავლე პილტონიანი კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსზე

3 თებერვლიდან, საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები ლუკა ნინოშვილი და პავლე პილტონიანი გერმანიაში კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსში იღებენ მონაწილეობას.

სწავლების პროცესში 7 ქვეყნის 16 წარმომადგენელია ჩართული.

ბალკანეთის ბადმინტონის ასოციაციის შეკრება

20-21 იანვარს ბულგარეთის ქალაქ ჰასკოვოში ჩატარდა ბალკანეთის ბადმინტონის ასოციაციის შეკრება.

შეკრებაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:

  1. ბალკანეთის ბადმინტონის ასოციაციის კალენდრის შედგენა
  2. ბეკ-ის კონგრესზე, საბჭოს დირექტორატში ბალკანეთის ასოციაციის წევრის წარდგენა
  3. ბეკ-ის კონგრესზე პრეზიდენტის კანდიდატურების განხილვა
  4. საწევრო გადასახადის ტარიფის დადგენა
  5. სხვადასხვა

შეკრებას დაემთხვა ასოციაციის პრეზიდენტის, დოქტორ პუზანტ კასაბიანის დაბადების დღე, რომელსაც საქართველოს ბადმინტონის ეროვნულმა ფედერაციამ სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

პარალელურად, ქალაქ ჰასკოვოში გაიმართა ძმები კასაბიანების ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კლუბ “VIP-სოფიას” წევრებმა. აღსანიშნავია, დებიუტანტი დანიელ ვაგარშაკიანის გამოსვლა, რომელმაც სამივე თანრიგში საპრიზო ადგილები დაიკავა.

ლევან ქურხაშვილის მემორიალური ტურნირი

24-25 დეკემბერს, პარა-სპორტის განვითარების ცენტრში ლევან ქურხაშვილის მემორიალური ტურნირი გაიმართა წყვილთა შორის (MD,WD,XD).

გთავაზობთ შედეგებს:

ქალთა წყვილები:

  1. ელისაბედ ზუმბულიძე – ქეთევან წამალაიძე
  2. ელენე დიდბარიძე – მარინა ოვასაპიანი
  3. ნინო ტუხაშვილი – ლიზი დარბაიძე

მამაკაცთა წყვილები:

  1. ვადიმ სარქისიანი – გრიგოლ ნალგრანიანი
  2. გიორგი ჯანელიძე – ნიკა ქავთარაძე
  3. პავლე კრასოვეცკი – ალექსანდრ შობოკოსოვი

შერეული წყვილები:

  1. ელენე დიდბარიძე – გრიგოლ ნალგრანიანი
  2. მარინა ოვასაპიანი – ვადიმ სარქისიანი
  3. ელისაბედ ზუმბულიძე – ნიკა ქავთარაძე

გამარჯვებულებს საქართველოს ბადმინტონის ეროვნულმა ფედერაციამ Yonex-ის მაისურები გადასცა, პრიზიორები კი მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

ღონისძიებაზე მოწვეულები იყვნენ ლევან ქურხაშვილის ოჯახის წევრები, რომლებმაც დაჯილდოვების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს.

საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაცია მადლობას უხდის ევროპის ბადმინტონ ევროპას Yonex-ის მაისურებისათვის.