საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაცია (GNBF)
საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაცია ბადმინტონის, როგორც სპორტის, მმართველი ორგანოა საქართველოში. იგი დაფუძნდა 1991 წლის 19 ივლისს. 1992 წლიდან ბადმინტონის მსოფლიო ფედერაციისა (BWF) და ევროპის ბადმინტონის კონფედერაციის (BEC) წევრია.
საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტია მამუკა მურჯიკნელი.

ჩვენი მიზნები
• ბადმინტონის პოპულარიზაცია საქართველოს მასშტაბით – როგორც პროფესიულ, ისე სამოყვარულო დონეზე
• ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართვა სპორტში და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა
• ეროვნული და საერთაშორისო ტურნირების რაოდენობისა და ხარისხის ზრდა
• ქართველ ბადმინტონისტთა წარმატებული გამოსვლა საერთაშორისო ასპარეზზე
• ბადმინტონის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება – დარბაზები, ინვენტარი, მომზადებული კადრები
ღირებულებები
• თანასწორობა და ინკლუზიურობა – ბადმინტონი ყველასთვის! თითოეული ადამიანი, ასაკისა თუ სქესის მიუხედავად, უნდა გრძნობდეს საკუთარ თავს ბადმინტონის საზოგადოების სრულფასოვან წევრად.
• სამართლიანი თამაში (Fair Play) – პატიოსანი კონკურენციის, პატივისცემის და სპორტული ეთიკის პატივისცემა.
• განვითარება და ზრდა – მუდმივი ინვესტიცია სპორტსმენების, ახალგაზრდების, ინფრასტრუქტურისა და ცოდნის განვითარებაში.
• პროფესიონალიზმი – მაღალი სტანდარტების დაცვა ყველა დონეზე: სპორტსმენების, მწვრთნელების, მსაჯებისა და ორგანიზატორების მხრივ.