საქართველოში ბადმინტონის საერთაშორისო დღე აღინიშნა

9 ივლისს, ბადმინტონის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაენის პარკში Air Badminton-ის ფესტივალი და საჩვენებელი თამაშები ჩატარდა.

ღონისძიების მიზანი საქართველოში Air Badminton-ის პოპულარიზაცია იყო. ფესტივალში მონაწილეობა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენლება მიიღეს.

გამარჯვებულებს სხვადასხვა სახის ვაუჩერები გადაეცათ.

მსოფლიო ბადმინტონის დღე აღინიშნა რეგიონებშიც: ზემო აჭარაში და სვანეთში.

ღონისძიების ორგანიზატორი: საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაცია

ფინანსური მხარდამჭერი: სპორტის სამინისტრო

მხარდამჭერი: თბილისის მერია