27-28 მარტს გაიმართა საქართველოს თასის გათამაშება ბადმინტონში.
მონაწილობდნენ: ქუთაისი, ბათუმი, მცხეთა, თიანეთი, გურჯაანი და თბილისის 4 კლუბი; “ვიპ-სოფია”, “ჯეო ვეტერანების, კლუბი, “არწივი” და “იმედი”.
I-ადგილი დაიკავა კლუბ “ვიპ-სოფიამ”, რომელსაც გადაეცა საქართველოს თასი – 2021.
II-ადგილი – კლუბი”ჯეო ვეტერანები”
III ადგილი – ქ. ქუთაისის გუნდი
IV ადგილი – ქ. ბათუმის გუნდი
ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაციის მიერ, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და დაფინანსებით.