საწვრთნელი შეკრებები
საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაცია მადლობას უცხადებს მსოფლიო ბადმინტონის ფედერაციას,რომლის მხარდაჭერით და დაფინანსებით ამჟამად ხორციელდება ახალგაზრდული ნაკრების საწვრთნელი შეკრებები აჭარაში (გონიო,ხელვაჩაური).შეკრების მიზანია ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით ნაკრები გუნდების ჩამოყალიბება ,რომლებიც მომავალში დაიცავენ საქართველოს ღირსებას საერთაშორისო სარბიელზე.
საქართველოს ჩემპიონატი
29-30 მაისს პარასპორტის განვითარების ცენტრში (თბილისი,ბელიაშვილის ქ. #5)დამთავრდა საქართველოს ჩემპიონატი (პირადი) ბადმინტონში ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში.(U15,U17,U19 და დიდები).ღონისძებაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის,იმერეთის,მცხეთა-მთიანეთის ,კახეთის და თბილისის ბადმინტონისტებმა.