რეგიონალური პროექტები “Shuttle time”

საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაცია (სბეფ),რომლის მიზანია საქართველოში ბადმინტონის მასობრივი სპორტის სახეობად დანერგვა,ანხორციელების ბადმინტონის ევროპის კონფედერაციის(ბეკ) და მსოფლიო ბადმინტონის ფედერაციის (მბფ)მხარდაჭერით “Shuttle Time”-iის პროექტს საქართველოს რეგიონებში ბადმინტონის განვითარების მიზნით.

მ/წლის 24-25 აპრილს სბეფ-მ განახორციელა ტრენინგები და სემინარები თბილისის საჯარო სკოლების სპორტის პედაგოგებისათვის.საქართველოს ბადმინტონის ეროვნულმა ფედერაციამ(სბეფ) დიდი “ლოქდაუნის”შემდეგ ,რომელიც ერთი წელი გაგრძელდა, აქტიურად დაიწყო მუშაობა და სტარტი აიღო 20-21მარტს ,ბადმინტონის ევროპის კონფედერაციის (ბეკ) პროექტით “Shuttle Time”,რომლის მიზანია ბადმინტონის განვითარება მსოფლიოს ყველა რეგიონში.ჩვენი ფედერაცია ჩართულია ამ პროექტში,რომელიც ეტაპობრივად ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში .ამჯერად პროგრამაში მონაწილეობდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 16 სპორტის მასწავლებელი,რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროექტში და გაიარეს ტრეინინგები,ევროპაში სერტიფიცირებულ მასწავლებელთნ (Tuttor) ქალბატონ სვეტლანა ვართანანის ხელმძღვანელობით,ქ.მცხეთაში.სბეფ მადლობას უცხადებს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის რესურ ცენტრის ხელმძღვანელობას, ქ,მცხეთის № 2 საჯარო სკოლის დირექციას და სპორტის პედაგოგ ზურაბ მიქაიას საორგანიზაციო საკითხების მაღალ დონეზე მოგვარებისათვის.