საქართველოს ბადმინტონის ეროვნულმა ფედერაციამ (სბეფ) დიდი “ლოქდაუნის” შემდეგ, რომელიც ერთი წელი გაგრძელდა, აქტიურად დაიწყო მუშაობა და სტარტი აიღო 20-21 მარტს, ბადმინტონის ევროპის კონფედერაციის (ბეკ) პროექტით “Shuttle Time”, რომლის მიზანია ბადმინტონის განვითარება მსოფლიოს ყველა რეგიონში. ჩვენი ფედერაცია ჩართულია ამ პროექტში, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში.
ამჯერად პროგრამაში მონაწილეობდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 16 სპორტის მასწავლებელი, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი პროექტში და გაიარეს ტრეინინგები, ევროპაში სერტიფიცირებულ მასწავლებელთნ (Tuttor) ქალბატონ სვეტლანა ვართანანის ხელმძღვანელობით, ქალაქ მცხეთაში. სბეფ მადლობას უცხადებს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის რესურ ცენტრის ხელმძღვანელობას, ქ,მცხეთის № 2 საჯარო სკოლის დირექციას და სპორტის პედაგოგ ზურაბ მიქაიას საორგანიზაციო საკითხების მაღალ დონეზე მოგვარებისათვის.