მონაწილეობა ევროპის სპორტულ კვირეულში

30-31 ოქტომბერს საქართველოს ბადმინტონის ეროვნულმა ფედერაციამ მონაწილეობა მიიღო ევროპის სპორტის კვირეულის პროგრამაში. ღონისძიებების ორგანიზატორები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და საქართველოს სპორტის მენეჯმენტის ასოციაცია, ხოლო თანაორგანიზატორები და მხარდამჭერები თბილისის მერია და ეროვნული სპორტული ფედერაციები არიან.