სვანეთში, მესტიის N3 საჯარო სკოლის პედაგოგი ლია გელაშვილი მოსწავლეებთან ერთად ბადმინტონის პოპულარიზაციის პროცესშია ჩართული.
მიუხედავად იმისა, რომ სკოლას არ აქვს ბადმინტონის სათამაშოდ გათვლილი სპორტული დარბაზი, პედაგოგი ცდილობს ბავშვებს ამ სპორტის ისტორია და წესები გააცნოს.
საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაცია უახლოს მომავალში მესტიის N3 საჯარო სკოლაში SHUTTLE TIME-ის ტრეინინგ-სემინარების ჩატარებას გეგმავს.