4 დეკემბერს გაიმართა საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაციის პროექტის “გენდერული თანასწორობის ელჩები” ონლაინ პრეზენტაცია.
ღონისძიების ფარგლებში, გენდერული თანასწორობის თემატიკაზე პოლიტიკისა და სამართლებრივ ჭრილში პრეზენტაციები წარმოადგინეს საქართველოს ბადმინტონის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის ექსპერტებმა.