ბეკ-ის რეგიონალური პროექტი სომხეთში

17-23 ივლისს სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩატარდა ბადმინტონის ევროპის კონფედერაციის (ბეკ) რეგიონალური პროექტი, რომელშიც მონწილეობდნენ სომხეთის, საქართველოსა და რუსეთის იუნიორი ბადმინტონისტები.

პროექტის მიზანს შეადგენდა გამოცდილების გაზიარება სამი ქვეყნის სპორტსმენთა და მწვრთნელთა შორის.