ბალკანეთის ბადმინტონის ასოციაციის შეკრება

20-21 იანვარს ბულგარეთის ქალაქ ჰასკოვოში ჩატარდა ბალკანეთის ბადმინტონის ასოციაციის შეკრება.

შეკრებაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:

  1. ბალკანეთის ბადმინტონის ასოციაციის კალენდრის შედგენა
  2. ბეკ-ის კონგრესზე, საბჭოს დირექტორატში ბალკანეთის ასოციაციის წევრის წარდგენა
  3. ბეკ-ის კონგრესზე პრეზიდენტის კანდიდატურების განხილვა
  4. საწევრო გადასახადის ტარიფის დადგენა
  5. სხვადასხვა

შეკრებას დაემთხვა ასოციაციის პრეზიდენტის, დოქტორ პუზანტ კასაბიანის დაბადების დღე, რომელსაც საქართველოს ბადმინტონის ეროვნულმა ფედერაციამ სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

პარალელურად, ქალაქ ჰასკოვოში გაიმართა ძმები კასაბიანების ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კლუბ “VIP-სოფიას” წევრებმა. აღსანიშნავია, დებიუტანტი დანიელ ვაგარშაკიანის გამოსვლა, რომელმაც სამივე თანრიგში საპრიზო ადგილები დაიკავა.